როგორია ყველაზე სწრაფი McLaren – მოდელის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა. უფრო ზუსტად კი სუპერჰიბრიდის შესახებ თავად McLaren-ის ბოსმა მაიკლ ფლიუტმა ისაუბრა.
ბრენდის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოდელი Speedtail ჰიბრიდულ ძრავს მიიღებს და საერთო ჯამში 1000 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. მისი ძირითადი აგრეგატი თვინ-ტურბო „რვიანი“ იქნება და ეს სწორედ ის ძრავია, რომელიც სარბოლო McLaren 570S GT4-ს აქვს. სიახლე ლეგენდარული F1-ის გაგრძელება იქნება და უნიკალურ აეროდინამიკასაც მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, სუპერჰიბრიდს 391 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება, თუმცა ბრენდში სიჩქარის რეკორდების მოხსნაზე ორიენტირებულები ნამდვილად არ არიან. მათი მთავარი მიზანი ჰიპერქარის რაც შეიძლება კომფორტულ და ადვილად მართვად მოდელად ქცევაა.
აღსანიშნავია, რომ McLaren Speedtail-ის ტირაჟი 106 ეგზემპლარია და მისი საწყისი ფასი 1,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.