დღეს საფრანგეთის ღია პირველობაზე მესამე წრის მატჩები გაიმართება. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესო რასაკვირველია ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მსოფლიოს მეოთხე ჩოგნის, რაფა ნადალის დაპირისპირებაა. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე აიღებს სტარტს.
აღსანიშნავია, რომ რაფა ნადალს 9-ჯერ აქვს მოგებული ”როლან გაროსი” და მიმდინარე ტურნირზეც ერთ-ერთი ფავორიტია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში ჟილ სიმონი (6:1,2:6, 4:6, 1:6), ხოლო მეორეში ვიქტორ ტროიცკი (7:6, 7:6, 7:6) დაამარცხა.
დღეს გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი მერვედფინალში ჟირი ვესელისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.