ბრიტანულმა მარკა Rolls-Royce-მა კუპე Wraith-ისა და კაბრიოლეტ Dawn-ს ლიმიტირებული სერიის გამოშვება გადაწყვიტა. ტირაჟი 40 და 30 ეგზემპლარი იქნება. ყველა ავტომობილი ქანდაკება „ექსტაზის სულს“ მიიღებს, რომელიც ბრენდის ისტორიაში პირველად ნახშირბადის ბოჭკოს მასალით იქნება დამზადებული.
სიახლე Black Badge-ის კოლექციაში შევა, რომელიც ბრენდის „ბნელ მხარეს“ ასახავს.
ახალი „ექსტაზის სული“ ნახშირბადის ბოჭკოს 294 ფენისგან შედგება, რომელიც მკაცრად 25 გრადუსიანი კუთხით არის ჩამოსხმული. თითოეული ქანდაკების შექმნას 68 საათი სჭირდება. ის სპეციალურ ტიტანის სადგამზე დგას, რომელზეც დატანილია წარწერა Black Badge Adamas და უსასრულობის სიმბოლო.
Black Badge-ის სერიის ავტომობილებისათვის ძარის ორ ფერიანი გადაწყვეტაა შემოთავაზებული. აქ შერწყმულია შავი ფორთოხლისფერთან ან შავი ლურჯთან.
კუპეს ცენტრალურ ნაწილში ჩამონტაჟებულია საათი, რომელიც 88 ხელოვნურად გამოყვანილი ბრილიანტით არის გაწყობილი. საათის უკანა პანელი კარბონისგან არის დამზადებული, ორნამენტი კი ალუმინისგან არის გამოყვანილი.
Rolls-Royce Wraith-სთვის ასევე „ვარსკვლავებიანი ჭერია“ ხელმისაწვდომი. მასში 1340 შუქდიოდია ჩამონტაჟებული.




