LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce მიიჩნევს, რომ ყველაზე ახალგაზრდა მყიდველები ჰყავს

50
rolsrs

Rolls-Royce-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბრიტანული ლუქს ბრენდის ავტომობილების მფლობელები ბევრად ახალგაზრდები არიან, ვიდრე კონცერნის ორი სხვა ბრენდის – BMW-სა და Mini-ს მეპატრონეები. Rolls-Royce-ის მყიდველთა საშუალო ასაკი 43 წელია და ძირითადად ისინი ჩინეთსა და აშშ-ში ცხოვრობენ. მართალია, Rolls-Royce-ის გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია, თუმცა შეძლებული ახალგაზრდები სწორედ მას ირჩევენ.

Automotive News Europ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრენდის მმართველმა აღნიშნა, რომ მათი პირველი ელექტროქარიც ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. ეს იქნება კუპე– თუმცა ძალიან ემოციური შესრულებით.

როგორც ცნობილია, სიახლე Architecture of Luxury-ის პლატფორმაზე აიგება, თუმცა აგრეგატს BMW ix-თან გაინაწილებს. პირველი ელექტრონული Rolls-Royce ბაზარზე 2023 წლის ბოლოსთვის გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები