LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ავტომობილს აქვს ხმის საუკეთესო იზოლაცია?

98

ამერიკელმა ავტოექსპერტებმა ის ავტომობილები დაასახელეს, რომლებიც საუკეთესო ხმის იზოლაციით გამოირჩევიან. შეგახსენებთ, დღეისათვის მრავალი საავტომობილო კომპანია უზარმაზარ ყურადღებას უთმობს სატრანსპორტო საშუალებების ხმის იზოლაციას, განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი მდიდრული ავტომობილების მწარმოებლებისთვის არის.

ამერიკელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ხუთი საუკეთესო ავტომობილი გამოევლინათ. ლიდერი მდიდრული სედანი – Lincoln Continental გახდა, რომელსაც ხმის დამხშობი სისტემის აქტივირების ფუნქცია აქვს. ის სხვადასხვა ხმაურს იჭერს და შემხვედრ ტალღას უშვებს, რომელიც მას 180 გრადუსით გაისვრის.

მეორე ადგილი Audi A8-ს ერგო, რომლის ხმის იზოლაციაც გაწყობის განსაკუთრებული მასალის ხარჯზე ხდება. მესამე პოზიცია ელექტროქარს – Tesla Model 3-ს მიანიჭეს. მას უხმაურო ძრავი და სალონის ხარისხიანი გაწყობა აქვს.

მეოთხე პოზიციაზე ჰიბრიდული მინივენი Chrysler Pacifica განთავსდა, ხუთეულს კი Mercedes-Benz S-Class ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები