LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყანაშია ყველაზე ნაკლები საცობი

131

ფინეთს ყველაზე თავისუფალი გზები აქვს, ყველაზე მეტი საცობი კი დიდ ბრიტანეთშია. ფინელები სხვა ევროპელებთან შედარებით საცობებში ბევრად ნაკლებ დროს კარგავენ. უფრო ზუსტად კი თითოეულ ფინელს საცობში ყოველ წელს 17,9 საათის გატარება უწევს. სიაში მეორე პოზიციას ესტონელები იკავებენ და მათ შემთხვევაში გზაზე უძრავად გატარებული დრო 18,7 საათია. და ბოლოს, ყველაზე თავისუფალი გზების მქონეთა სამეულს 20,7 საათიანი მაჩვენებლით ლიეტუველები ასრულებენ. რაც შეეხება რეიტინგის ბოლოს, ყველაზე მეტი საცობი დიდ ბრიტანეთშია. ინგლისელებს საცობში 45,1 საათის გატარება მაინც უწევთ. არანაკლებ რთული ვითარებაა ასევე ბელგიასა და იტალიაშიც.

საინტერესოა, რომ ექსპერტებმა გამოკითხვაც ჩაატარეს და თავისი გზებით ყველაზე კმაყოფილები ჰოლანდიელები აღმოჩნდნენ, ეს მაშინ როცა თითოეულ მათგანს საცობში 31,5 საათის გატარება უხდება ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები