LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 5 ქალაქი, სადაც ავტომობილის მართვა ყველაზე რთულია

260
dificult-drive-cits

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ თბილისში ავტომობილის მართვა ძალიან რთულია. მუდმივი საცობები, სიჩქარის შეზღუდვა, ბასლაინები, კანონდამრღვევი მძღოლები და კიდევ  ბევრი სხვა ფაქტორი. როგორც აღმოჩნდა, ასეთი რთული სიტუაცია არამხოლოდ ჩვენს დედაქალაქში არამედ სხვა ქალაქებშიცაა და ზოგან ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.

ბანგკოკი, ტაილანდი

ბანგკოკში ავტომობილის მართვა რთული და საშიშიც კია. მოძრაობა საკმაოდ გადატვირთულია. ტაილანდის დედაქალაქი საცობების რაოდენობით მსოფლიო რეიტინგებში ყოველთვის ლიდერ პოზიციებს იკავებს. ქალაქში ძალიან ბევრი სკუტერი და მოტოციკლეტი გადაადგილდება და საგზაო შემთხვევების 70% სწორედ მათთანაა დაკავშირებული.

სტამბოლი, თურქეთი

სტამბოლის ვიწრო ქუჩებისა და ბევრი ავტომობილის გამო მანქანის მართვა არც თუ ისე დიდი სიამოვნებაა. ადგილობრივები საგზაო მოძრაობის წესებს არ იცავენ, შეუძლიათ წითელზე გაიარონ და უწყვეტი ხაზიც უპრობლემოდ გადაკვეთონ. მოტოციკლეტისტები ტროტუარებზე დადიან და როგორც წესი, ჩაფხუტსაც არ ატარებენ. კიდევ სტამბოლელებს არასწორ ადგილებზე გაჩერებაც ძალიან უყვართ, რაც სხვა მძღოლებს დიდი დისკომფორტს უქმნის.

ბუენოს აირესი, არგენტინა

არგენტინის დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ გამართულია, ქალაქში თითქმის არ არის საცობი და პარკინგისთვისაც ბევრი ადგილია გამოყოფილი. თუმცა, ადგილობრივების არანორმალური მართვის სტილის გამო მძღოლობა ცოტა არ იყოს საშიშიც კია. საგზაო მოძრაობის წესებს არც მძღოლები და არც ფეხითმოსიარულეები არ იცავენ. შუქნიშანი ფაქტობრივად დეკორაციაა და ადამიანები არა მას არამედ საკუთარ თვალებს უფრო ენდობიან.

მეხიკო, მექსიკა

მექსიკელებს რაც კარგი აქვთ, ესაა ფასიანი მაგისტრალები, რომლებიც ძირითადად ტურისტულ რაიონებშია განთავსებული. თუკი მთელი ქვეყნის მასშტაბს ავიღებთ, ავტომობილის მართვა რთული არ არის, თუმცა დედაქალაქში სიტუაცია საკმაოდ საშიშია. მეხიკოში ზედმეტად ბევრი საცობია. გარდა ამისა, მექსიკელები არც თუ ისე კარგი მძღოლები არიან, მათ შეუძლიათ რომ ძალიან სწრაფად იმოძრაონ და თან მოხვევისას ციმციმას ჩართვაც ავიწყდებათ.

ჯაკარტა, ინდონეზია

ჯაკარტას ქუჩებში მოძრაობა ზუსტად ისეთია, როგორც ბანგკოკში – ბევრი მოტოციკლი თუ სკუტერი, მასშტაბური საცობები და საშიში მანევრირება. გარდა ამისა, ჯაკარტაში საერთოდ არ არის საგზაო ნიშნები, უფრო მეტიც ღარიბულ რაიონებში  გზაც კი არ არის და გადაადგილება საკმაოდ საშიშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები