The Guardian-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მსოფლიოში კლიმატთან დაკავშირებულ სიტუაციას შეეხება. ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ისეთი ავტომწარმოებლები როგორიცაა – Toyota, Volkswagen და Hyundai იმაზე 400 მილიონით მეტი მანქანის გამოშვებას გეგმავენ, ვიდრე პლანეტაზე არსებული კლიმატური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა.
მეცნიერთა თქმით, მსოფლიო ავტო გიგანტები არ ითვალისწინებენ კლიმატურ მიზნებს და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გლობალურ დათბობას ხელი შეუშალონ. კომპანიები 645-დან 778 მილიონამდე შიდა წვის ძრავის მქონე მანქანის გამოშვებას გეგმავენ. არადა ნორმების დაცვით ეს ციფრი 315 მილიონს არ უნდა აჭარბებდეს.
მეცნიერთა სიაში სულ 12 ავტომწარმოებელი მოხვდა და პლანეტის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუკი ისინი 2030 წლისთვის მხოლოდ „მწვანე“ ტექნოლოგიებზე გადავლენ.