LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი კროსოვერები და ყველგანმავლები იყიდებოდა წელს ყველაზე მეტად

64
ტოიოტა

ანალიტიკურმა სააგენტო Focus2move-მა იმ კროსოვერებისა და ყველგანმავლების რეიტინგი შეადგინა, რომელიც 2022 წელს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. SUV სეგმენტში ლიდერობა Toyota RAV4-მა შეინარჩუნა, მოდელი ამ წლის პირველ ნახევარში 371 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით გაიყიდა და ბაზრის 2,5%-იანი წილი დაიკავა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოდელს წინა წლის შედეგამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, რამეთუ 2021 წელს Toyota-მ RAV4-ის 1 132000 ეგზემპლარის რეალიზება მოახერხა.

Toyota-ს შემდეგ მეორე ადგილს კროსოვერი Hyundai Tucson იკავებს. 2022 წლის პირველი 6 თვის შეჯამებით, მოდელზე არჩევანი 273 ათასმა ადამიანმა გააკეთა. ეს კი SUV ბაზრის 1,8%-იან წილს მოიცავს.

და ბოლოს, ლიდერთა სამეულს კიდევ ერთი „კორეელი“ – Kia Sportage ასრულებს. მოდელის 221 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და ბაზრის 1,5% მოიცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები