LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნიდან გაიქცა ყველაზე მეტი მილიონერი

127
342564

კომპანია Henley & Partners-მა წარადგინა ახალი ანგარიში, სადაც მსოფლიოში მიგრაციული ტენდენციებია აღწერილი და ისიცაა დაზუსტებული, რომელ ქვეყნებს ტოვებს ყველაზე მეტი მილიონერი. ინფორმაციას ამის შესახებ fortune ავრცელებს.

კერძო კაპიტალის გადინების მიხედვით 2022 წლის ლიდერი ჩინეთი გახდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი და მესამეზე რუსეთი. ამავდროულად ავსტრალია, საემიროები და სინგაპური შეძლებული ადამიანების თავშეყრის ცენტრი გახდა.

ანგარიშის მიხედვით, მილიონერებმა დატოვეს ასევე ჰონგ-კონგი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა და სამხრეთ აფრიკა.

მეორეს მხრივ, მდიდარი ადამიანების საყვარელ ქვეყანათა შორის მოხვდა – შვეიცარია, აშშ, პორტუგალია, კანადა, ისრაელი, საბერძნეთი და ახალი ზელანდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები