LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმარკეტის გამყიდველი მილიონერი გახდა, თუმცა სამსახურის მიტოვება არც უფიქრია

118
Capture

ახალგაზრდა მამაკაცი ლონდონიდან, მილიონერი გახდა, თუმცა დისციპლინის შესანარჩუნებლად სუპერმარკეტში გააგრძელა მუშაობა. ამის შესახებ The Sun წერს.

23 წლის აიობამი აკეჯუ მაღაზიაში Sainsbury’s კვირაში 5 დღე (40 საათი) მუშაობს.  ამასთან ერთად, მას მთელი ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების ათობით ობიექტი აქვს და მათი ღირებულება 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგია. მათგან 9 აიობამიმ გასულ წელს იყიდა. უძრავი ქონების საქმეებით და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობით ბრიტანელი საკმაოდ დიდ ფულს შოულობს.

აკეჯუს თქმით, როცა ის მხოლოდ 20 წლის იყო, მომავალი 10 წლის გეგმა შეადგინა და მასზე უარის თქმას არ აპირებს. „თავს არაფრით ვანებივრებ, ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ და მუდამ ვინარჩუნებ დისციპლინას,“ – ამბობს მამაკაცი. აკეჯუ იმასაც ამატებს, რომ თუკი სუპერმარკეტიდან წავა, თავისი ხელმძღვანელობა ძალიან მოენატრება. ისინი მას არამხოლოდ გრაფიკის შედგენაში, არამედ ბიზნესის განვითარებაშიც ეხმარებოდნენ.

„ეს გზა ძალიან რთული იყო, თუმცა მე მას კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავივლიდი. ყველა ჩემს სამსახურს დიდი სითბოთი ვიხსენებ, მიუხედავად იმისა თუ რა რთულიც არ უნდა ყოფილიყო ის.“

მიუხედავად თავისი მიღწევებისა, აკეჯუ თვლის, რომ საკმარისად ვერ ირჯება. მას ჯერ კიდევ ბევრი მიზანი დარჩა, ამიტომ კიდევ მეტი უნდა იშრომოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები