ინდოეთში ასაკოვანმა მამაკაცმა საკუთარ დასაფლავებამდე რამდენიმე საათით ადრე თვალები გაახილა. ამის შესახებ News9Live წერს.
67 წლის პავიტრანი ქალაქ მანგალურის საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 13 იანვარს ექიმებმა განაცხადეს, რომ მამაკაცის დახმარებას ვეღარაფრით შეძლებდნენ და მან უბრალოდ სუნთქვა შეწყვიტა. ნათესავებმა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყეს და გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დეტალებიც შეათანხმეს.
მამაკაცის დასაფლავება მშობლიურ ქალაქში გადაწყდა. გაზეთებში უკვე გაჩნდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. ტრანსპორტის დასრულების შემდეგ ნათესავებმა შეამჩნიეს რომ პავიტრანმა თვალები გაახილა და სუნთქვა დაიწყო. ის მაშინვე ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და დილისთვის მისი მდგომარეობა უკვე სტაბილური იყო.
ნათესავების თქმით, ინდოელი საავადმყოფოში ინსულტით და სუნთქვის პრობლემებით მოხვდა. ექიმები არანაირ იმედს არ იძლეოდნენ, ამიტომ ახლობლებსაც ყველაზე ცუდის მოლოდინი ჰქონდათ. როდესაც მამაკაცმა გონება დაკარგა, მედიკოსებმა განაცხადეს რომ ყველაფერი დასრულდა.