LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნის პასპორტი ჭრის ყველაზე მეტად

47

ინტერნეტ-სერვის Passport Index-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს პასპორტების რეიტინგი შეადგინეს. მთავარი კრიტერიუმი იმ სახელმწიფოების რაოდენობა გახდა, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყნის პასპორტი ვიზის გარეშე გადალახავს. ინფორმაციას Independent ავრცელებს.

პირველი ადგილი ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის პასპორტს ერგო. სინგაპურის პასპორტით მსოფლიოს 159 ქვეყნის საზღვრის გადალახვაა შესაძლებელი. მეორე ადგილი გერმანიის პასპორტმა დაიკავა. ადამიანი, ვისაც გერმანიის პასპორტი აქვს, თავისუფლად ეწვევა მსოფლიოს 158 ქვეყანას. მესამე პოზიციას კი შვედეთი და სამხრეთ კორეა ინაწილებენ. ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს 157 ქვეყნის მონახულება უპრობლემოდ შეუძლიათ. მსოფლიოს 154 ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ აშშ-ს, კანადის, ირლანდიისა და მალაიზიის პასპორტებს.

რეიტინგის ბოლო პოზიციები სირიას, პაკისტანსა და ერაყს ერგოთ. სირიის პასპორტით მოქალაქე მსოფლიოს 29 ქვეყანაში შევა, ხოლო პაკისტანისა და ირანის პასპორტით 26 ქვეყანას მოინახულებენ. ბოლოსკენ არის ავღანეთიც, რომლის მოქალაქესაც უვიზოდ მხოლოდ 22 ქვეყანაში შეუძლია შესვლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები