ექსპერტებმა საუკეთესო მეორადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს და პირველ ადგილს Jaguar F-Type იკავებს. როგორც ჩანს, მიუხედავად დაბალი ღირებულებისა მეორად ბაზარზე გამოტანილმა მანქანებმა თავისი უნიკალური მახასიათებლები მაინც შეინარჩუნეს.
რაც შეეხება Jaguar-ს, ის 6 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და სასიამოვნო მგზავრობისთვის საჭირო ყველა ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, ის საკმაოდ გამძლე მოდელიცაა და მისი ღირებულება 38 ათასი ფუნტია.
რაც შეეხება მეორე ადგილს, მას Skoda Superb Estate იკავებს. ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 26 ათასი ფუნტია, თუმცა მეორად ბაზარზე მისი ფასი თითქმის ორჯერ მცირდება. კომფორტული და მარტივი სალონი ჩეხურ ავტომობილს კიდევ უფრო ღირებულს ხდის.
…და ბოლოს, ლიდერთა სამეულს იაპონური კროსოვერი Toyota RAV4 ასრულებს. 2 ლიტრის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილის შეძენა 12 ათას ფუნტადაა შესაძლებელი. გამძლეობა და სირთულეების გადალახვის უნარი კი აღნიშნული მოდელის მთავარი ღირსებებია.