LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპს ახალი ავტომობილი აჩუქეს

40

რომის პაპმა ახალი ავტომობილი Opel Ampera-e მიიღო. პონტიფიკს კომპანია Opel-ის გენერალურმა დირექტორმა ინოვაციური ელექტრომობილი პირადად უსახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე თავისი უბრალოებითაა ცნობილი და როგორც წესი, ეს ავტომობილის არჩევასაც ეხება ხოლმე. რაც შეეხება მის საჩუქარს, ის Chevrolet Volt-ის ჰიბრიდის ბაზაზეა აწყობილი და მის ელემენტს 480 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ოპელი აღნიშნული მოდელის წარმოებას ბრენდის PSA ალიანსისთვის გაყიდვის შემდეგაც განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილები ვატინაკში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, რადგან ქვეყანაში არც ბუნებრივი აირი და არც ნავთობი არ მოიპოვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები