LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში „მარიხუანის კაფე“ გაიხსნება

23

რომში „მარიხუანის კაფე“ გაიხსნება. დაწესებულებაში იქნება სპეციალური ოთახი, სადაც მსურველებს კანაფის არომატული აირებით უმკურნალებენ. კაფე უნივერსიტეტის ქუჩაზე განთავსდება და პირველი ვიზიტორების მიღებასაც სულ მალე დაიწყებს. მისი სტუმრები შეძლებენ, რომ მარიხუანის გამოყენებით დამზადებული კერძები თუ სასმელები დააგემოვნონ.

გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ კანაფისგან შექმნილი კოსმეტიკაც შეიძინონ.

საინტერესოა, რომ იდეა ორ მეგობარს ეკუთვნის. კარლო მონაკო და ლუიჯი მანტუანო უკვე წლებია მარიხუანით მკურნალობენ. ერთ მათგანს ანორექსია, მეორეს კი პანიკური შეტევები აწუხებს. მკურნალობის ეს ხერხი კი მათ ძალიან ეხმარებათ და სურთ, რომ ის სხვებსაც გაუზიარონ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პარლამენტს მარიხუანის ლეგალიზაციის კანონი ჯერჯერობით არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარლოსა და ლუიჯის ციხე და უზარმაზარი ჯარიმა ემუქრებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები