LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში პიცას აპარატი ამზადებს

46
mr-go-pizza-vending-machine-three-minutes-rome-italy

იტალიაში პიცის დასამზადებელი აპარატი არსებობს, რომელიც არც თუ დიდიხნის წინ გააკეთეს.

უნიკალური აპარატი პირველ რიგში რომში დაამონტაჟეს. სიახლეს სახელად Mr. Go. Pizza ეწოდება და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ყავის აპარატს გავს, ის იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბოლონიის მოედანზე დადგეს.

აპარატის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია, შიგნით არის მიქსერი, რომელსაც წყლისა და ფქვილისგან კლასიკური ცომის მომზადება შეუძლია. ცომი შემდეგ პიცის ფორმას იღებს, მომხმარებელი ირჩევს სასურველ ინგრედიენტებს და 380 გრადუსზე უგემრიელესი პიცა ცხვება.

აღსანიშნავია, რომ მომზადების მთელი პროცესი 3 წუთს საჭიროებს. აპარატი ყველაზე პოპულარული ოთხი სახეობის პიცას აცხობს – „მარგარიტას“, „ოთხ ყველს“, „პანჩეტას“ და „დიავოლას“.

ფასი 4,5 ევროდან 6 ევრომდე მერყეობს, რომის პიცერიებში კი ფასი საშუალოდ ორჯერ უფრო მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები