იტალიური პრესის ინფორმაციით, ქალაქის ყველაზე პოპულარულ ქუჩებში მუდმივად 200 პოლიციელი იმუშავებს და მათ უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთა დაევალებათ. გარდა ამისა, სპეციალურად გადამზადებული 25 პოლიციელი ხარისხის კონტროლზე იზრუნებს. რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი ყოველდღიურად სხვადასხვა რესტორნებსა თუ სხვა საკვებ ობიექტებს მიაკითხავენ და პროდუქტის ვარგისიანობას შეამოწმებენ. გარდა ამისა, თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს ტურისტული პოლიციაც და ის მოგზაურთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საინტერესოა, რომ იტალიის დედაქალაქს 2016 წელს 14 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4,6%-ით მეტია.
https://travel.rambler.ru/news/9951/