LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო 2024 წლის ყველაზე ფულიანი სპორტსმენია

122
Screenshot 2024-05-17 114913

კრიშტიანო რონალდო – 2024 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სპორტსმენია.

ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების სია. პირველ ადგილზე გავიდა „ალ ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების სუპერფეხბურთელი. მისი წლიური შემოსავალი 260 მილიონი დოლარია, საიდანაც 200 მლნ საკონტრაქტო ხელფასია, ხოლო 60 მილიონი სპონსორებისგან მიიღო.

სხვათა შორის, პირველად მოხდა, რომ ათეულში შესულმა ყველა სპორტსმენმა, მინიმუმ 100 მილიონი იშოვა.

ტოპ 10 სპორტსმენი შემოსავალების მიხედვით (ხელფასი + სარეკლამო კონტრაქტები):

  1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი, «ალ ნასრი») – 260 (200+60) მლნ დოლარი;
  2. ჯონ რამი (გოლფი) – 218 (198+20) მლნ დოლარი;
  3. ლიონელ მესი (ფეხბურთი, «ინტერ მაიამი») – 135 (65+70) მლნ დოლარი;
  4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, «ლეიკერსი») – 128,2 (48,2+80) მლნ დოლარი;
  5. იანის ანტენტოკუნმპო (კალათბურთი, «მილუოკი») – 111 (46+65) მლნ დოლარი;
  6. კილიან მბაპე (ფეხბურთი, პსჟ) – 110 (90+20) მლნ დოლარი;
  7. ნეიმარი (ფეხბურთი, «ალ ჰილალი») – 108 (80+28) მლნ დოლარი;
  8. ქარიმ ბენზემა (ფეხბურთი, «ალ იტიჰადი») – 106 (100+6) მლნ დოლარი;
  9. სტეფენ კარი (კალათბურთი, «გოლდენ სტეიტი») – 102 (52+50) მლნ დოლარი;
  10. ლამარ ჯექსონი (ამერიკული ფეხბურთი, «ბალტიმორი» – 100,5 (98,5+2) მლნ დოლარი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები