რონალდო და მესი სოცქსელებშიც კი კონკურენტები არიან. მათ სინქრონულად გამოფინეს ინსტაგრამზე ახალი ბუცები.
მთავარი ვარსკვლავები ერთმანეთს არ ეშვებიან, პორტუგალიელის მადრიდის „რეალიდან“ აბარგების მიუხედავად.
ფეხბურთელებმა ერთ დღეში ერთი საათის სხვაობით ახალი ბუცები აჩვენეს, რითაც მთელ სეზონს გაატარებენ.
პირველი რონალდო იყო: „მოხარული ვარ, გავაგრძელო მემკვიდრეობა Nike Mercurial-ის ახალი ბუცებით“, – დაწერა კრიშტიმ.
დაახლოებით ერთ საათში მესიმ დადო ფოტო, სადაც adidas-ის ფეხსაცმელს აჩვენებს. ოღონდ არაფერი მიუწერია.