LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო და მესი დაძმობილდნენ

12

მე და მესი უფრო მეტად ახლოს ვართ, თუმცა, ყოველთვის თბილი ურთიერთობა გვქონდა, – აღნიშნა კრიშტიანო რონალდომ.

”რეალის” თავდამსხმელი აცხადებს, რომ ”ბარსელონას” ფორვარდთან კარგი ურთიერთობა აქვს.

”ფიფას დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე მესისა და ნეიმარის თარჯიმანი ვიყავი. მათ ვუთხარი, რომ ამ მომსახურებისთვის თანხას გამოვართმევდი”, – თქვა ღიმილით რონალდომ.

რაც შეეხება რონალდოს მშობლიურ მადეირაზე მისი ქანდაკების შეურაცხყოფას, ამაზე რონალდომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
”ეს ძალიან მარტივია, ზოგს უყვარხარ, ზოგსაც არა. მე და ჩემმა დამ იმაზე ვიზრუნეთ, რომ ქანდაკება გაესუფთავებინათ. სულ ეგაა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები