LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარულია

60

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანო რონალდო ინსტაგრამში ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა.

სოციალურ ქსელში, პორტუგალიელ ფეხბურთელს 144 მილიონ 200 ათასი ხელმომწერი ჰყავს. ამ მაჩვენებლით მან, მომღერალ სელენა გომესს (144 მილიონი ხელმომწერი) გაუსწრო.

კრიშტიანო რონალდო ამ ზაფხულს „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. იტალიურ გუნდში მან 12 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები