რონალდო მადრიდის „რეალში“ ფლორენტინო პერესის მრჩეველი გახდა.
ლეგენდარული ბრაზილიელი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა.
მხარეები უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება. რონალდო პრეზიდენტის მრჩეველი იქნება. ამაზე „მარკა“ წერს. პირველად ეს იდეა პერესს თავში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელთან შეხვედრისას მოუვიდა.
კიჭა „რეალში“ 2002-2007 წლებში თამაშობდა.
მადრიდელთა რიგებში მართლაც რომ ფენომენმა 177 მატჩი ჩაატარა და 103 გოლი გაიტანა.