LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ყველაზე ქველმოქმედია

44

ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ ყველაზე ქველმოქმედ სპორტსმენად პორტუგალიელი სუპერფეხბურთელი კრისტიანო რონალდო დასახელდა.

მრავალ ქველმოქმედებას შორის, რომელიც რონალდოს გაუწევია, აღსანიშნავია 10 წლის ბიჭუნასთვის 83 ათასი ევროს გადარიცხვა, თავის ტვინზე ოპერაციის ჩასატარებლად. რონალდო ასევე 165 ათასი ევროთი დაეხმარა კიბოს მკურნალობის ცენტრს.

ამ საპატიო ხუთეულში ასევე მოხვდნენ მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი და ”ბარსელონას” ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, რომელიც მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები