კრიშტიანომ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც პორტუგალიელის მთელი ოჯახი ჰელოუინის ნიღბებით პოზირებს. კრიში ბოროტი კლოუნია, ჯორჯიანა – დრაკულა. უმცროსი კრიშტიანო – კიდევ ერთი ბოროტი ჯამბაზი, ევა-მარია და მატეო – ჯეისონი და ჯოკერის ერთ-ერთი მძარცველი, ხოლო ალანა-მარტინა უბრალოდ ბარბია.
ორი წლის წინ რონალდო ვამპირის ფორმაში გამოეწყო და ასე გამოიყვანა უმცროსი კრიშტიანო სკოლიდან.