LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ YouTube-ის ოქროს ღილაკი მიიღო მილიონისთვის, არადა უკვე 22 მილიონს გადააჭარბა – ვიდეო

155
maxresdefault

კრიშტიანო რონალდომ YouTube-ის ოქროს ღილაკი მიიღო.

„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ოფიციალური YouTube არხის გაშვება გამოაცხადა. პირველ 90 წუთში რონალდო 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა – ეს ვიდეო ჰოსტინგის რეკორდია.

სოციალურ ქსელში კრიშტიანომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც შვილებს უჩვენებს ოქროს იუთუბის ღილაკს – ჯილდო გადაეცემა, როდესაც არხი 1 მილიონ გამომწერს მიაღწევს.

ამ ინფორმაციის გავრცელების მომენტში უკვე 22 მილიონი გამომწერი იყო. ცნობისთვის, 10 მილიონზე მეტი აუდიტორიის მქონე ავტორებს ბრილიანტის ღილაკი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები