კრიშტიანო რონალდოს დიდებული ფოტო სამეფო ტახტზე, რომელსაც მალე ყველა აიტაცებს.
პორტუგალია – რესპუბლიკაა, მაგრამ მას მეფე ყავს.
„რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე პაფოსით გაჟღენთილი ფოტო გამოაჭენა: ფეხბურთელი სამეფო ტახტზე პოზირებს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზით.
ფოტოზე კი მოკრძალებული მინაწერით შემოიფარგლა: „1“.
23 ოქტომბერს რონალდო მეხუთედ აღიარეს წლის ფეხბურთელად ფიფას ვერსიით.
ამით პორტუგალიელი რეკორდსმენს და მთავარ მეტოქეს ლეო მესის გაუთანაბრდა.