LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდუმ გოლებით რაულს გადაასწრო

14

ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდის ”რეალი” ”ესპანიოლს” ესტუმრა და მიწასთან გაასწორა 6:0. ”სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა ლიდერმა რე-პოკერი შეასრულა, რონალდუს 5 გოლი გაიტანა. ამიერიდან რონალდუ ”რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ლა ლიგაში. პორტუგალიელმა მადრიდელთა ლეგენდას რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრო 1 ბურთით და მის ანგარიშზე 230 გოლია. აღსაღნიშნავია, რომ რაულს 228 გოლის გასატანად 550 მატჩი დასჭირდა რონალდუს კი სულ რაღაც 204.

რონალდუ ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა, მის ანგარიშზე 5 გოლია, მესის კი 3 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

მესამე ტურის შემდეგ მადრიდელები 7 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

შემდეგ შეხვედრაში მადირდელები შინ ”გრანადას” მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები