რუმინეთში მდებარე მარმურეშის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლებად ენერგიაზე გადართვას გეგმავს. ამისთვის ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგური და ენერგიის შენახვის სისტემა აშენდება.
ელექტროსადგური შედგება ექვსი ათასი მზის პანელისგან, რაც სრულიად საკმარისი იქნება აეროპორტის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის. დამატებით დამონტაჟდება ენერგიის შესანახი სისტემა, რომელიც ენერგიის ზედმეტ რაოდენობას მარაგში გადაიტანს და საჭიროებისას გამოიყენებს.
პანელების ნაწილი განთავსდება ახალი საპარკინგე კომპლექსის სახურავზე, რაც მგზავრებს შესთავაზებს გადახურულ ავტოსადგომს 300-მდე ადგილით.
პროექტის განხორციელება 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ამ დროისთვის აეროპორტი მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ინვესტორებთან.
ევროპის ქვეყნების მიერ განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ევროკავშირს შეამციროს სათბურის გაზების ემისია 55%-ით 2030 წლისთვის და მიაღწიოს ნულოვან გამონაბოლქვს 2050 წლისთვის. ეს ნიშნავს, რომ გამოყოფილი გაზების რაოდენობა იმდენად შემცირდება, რომ ისინი ბუნებრივად შთაინთქმება (მაგალითად, ხეებით) და აღარ დაგროვდება ატმოსფეროში.