LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთმა „შრინკფლაციასთან“ დაიწყო ბრძოლა

118
shopping_groceries_supermarket_-_photo_wavebreakmedia_ltd_-_dreamstime.com_

რუმინეთის მაღაზიების დახლებზე გაჩნდება გაფრთხილება იმ პროდუქტების შესახებ, რომელთა მოცულობა ან წონა შემცირდა, ფასი კი იგივე დარჩა. ამ გზით ქვეყანა შეებრძოლება მოვლენას, რომელსაც „შრინკფლაციას“ უწოდებენ, წერს cms-lawnow.

საუბარია, მაგალითად შოკოლადის შეფუთვაზე, რომელიც 100 გრამიდან 85 გრამამდე შემცირდა, ანდაც რძის პაკეტზე, რომელიც ჩვეული 900 მილილიტრის ნაცვლად 850 მილილიტრს იწონის.

ახალი წესების მიხედვით, მაღაზიებს ამ განცხადების დახლიდან აღება წონის ცვლილებიდან მხოლოდ 30 დღის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. გარდა ამისა, მაღაზიებში უნდა იყოს შემცირებული პროდუქტის საკონტროლო ერთეულიც.

მოვლენამ, რომლის დროსაც გარკვეული პროდუქცია მცირდება, ხოლო ფასი იგივე რჩება ან უფრო მეტი, იზრდება კიდეც, ბევრ ქვეყანაში მიიქცია ყურადღება. „მატყუარა“ შეფუთვებს ებრძვიან უნგრეთში, საფრანგეთში და გერმანიაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები