LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში დააჯარიმებენ იმ ქვეითებს, რომლებიც გზაზე გადასვლის დროს ტელეფონში იყურებიან

149
რუმინეთი

რუმინეთში აპირებენ დააჯარიმონ ქვეითები, რომლებიც გზაზე ისე გადადიან რომ ტელეფონში იყურებიან, ანდაც ყურებში ყურსასმენები აქვთ. კანონპროექტს ქვეყნის პარლამენტი უკვე განიხილავს.

გეგმის მიხედვით ჯარიმის ოდენობა 435 ლეიმდე იქნება, რაც დაახლოებით 87,5 ევროს ეკვივალენტია.

კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ სიახლე ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს. მხოლოდ წელს ე.წ. ზებრაზე გადასვლის დროს უკვე 5 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებმა ახალი გეგმა დაისახეს: 2050 წლისთვის ლეტალურად დასრულებული ავარიების რიცხვი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ამისათვის 2023 წლიდან ახალგაზრდა მძღოლების მომზადებას ბევრად მეტ დროს უთმობენ და ჯარიმების საერთო სისტემის შემოღებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები