LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში მოზარდებს საკუთარი კომპანიების გახსნის უფლებას მისცემენ

106
Capture

რუმინეთში 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს თავისი კომპანიების გახსნის და მართვის უფლებას მისცემენ. ამისათვის რა თქმა უნდა, მშობლების ნებართვა იქნება საჭირო, წერს Romania Insider.

კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ასაკში მოზარდებს თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უკვე შეუძლიათ, თანაც 16 წლიდან მათ აქვთ უფლება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდნენ და აიღონ მართვის მოწმობა ტრანსპორტის კონკრეტულ სახეობებზე.

იმისათვის, რომ უფლებების გადამეტება აირიდონ თავიდან, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთი ასეთი კომპანიის მეპატრონე შეიძლება იყოს. კომპანია მხოლოდ მოზარდებმა უნდა მართონ – ეს გამორიცხავს იმის რისკს, რომ ბიზნესს ზრდასრული ადამიანი სხვების ხელით გაუძღვეს.

კომპანიებს მხოლოდ სამი სახეობის საქმიანობით შეეძლებათ დაკავება, შეზღუდვა შეეხება ფინანსებს, უძრავ ქონებას, აზარტულ თამაშებს და ალკოჰოლის წარმოებას.
ახალგაზრდა მეწარმეების დასაცავად ფინანსურ შეზღუდვებსაც დააწესებენ: კომპანიის წლიური ბრუნვა 100 ათას რუმინულ ლეის (20 ათასი ევრო) არ უნდა აჭარბებდეს. თუკი ფირმა ამ ლიმიტებს არ გასცდება, მას არც გადასახადებს არ დააკისრებენ.

ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოზარდებს ხშირად აქვთ ხარისხიანი ბიზნეს-იდეები, განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. ახალი წესი კი მათ დამატებითი უნარების განვითარებაში დაეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები