უეინ რუნის პატარა ბიჭი ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ცუდ გუნდს ქომაგობს.
უმცროსი რუნი ”ასტონ ვილას” ერთგულია მაშინაც კი, როცა ეს გუნდი იძირება.
რუნიმ ტვიტერში გამოაქვეყნა ვაჟების – კაის და კლეის ფოტოები. ყურადღება მიიქცია კაის მაისურმა, რომელიც მაჩანჩალა ”ასტონ ვილას” ფორმაში იყო გამოწყობილი და არა მამამისის ”მანჩესტერის” მაისურში.
”ასტონ ვილას” ოფიციალურმა ტვიტერმა ფოტოზე რეაგირება მოახდინა რეპლიკით: ”სიმპატიური მაისურაა კაი”.
მანამდე კაი შეუმჩნევიათ ”ევერტონის”, ”ბარსელონას” და ”იუნაიტედის” მაისურებში.