LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები მოგზაურობისას ევროპელებზე ბევრად მეტს ხარჯავენ

43

რუსები მოგზაურობისას ევროპელებზე ბევრად მეტს ხარჯავენ. ასეთი დასკვნა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Visa Global Travel-მა 2017 წლის მონაცემების შესწავლის შემდეგ მიიღო. ექსპერტებმა მთლიანობაში 27 ქვეყნის წარმომადგენელი ტურისტები შეისწავლეს და მათ მიერ სხვადასხვა პროდუქტზე თუ სერვისზე დახარჯული ფინანსებიც შეადარეს. ზოგადად დადგინდა, რომ ყველაზე მეტს საუდის არაბეთის წარმომადგენლები ხარჯავენ, კერძოდ კი თითო მოგზაურობაზე მინიმუმ – 5 333 დოლარს. ასევე ბევრს ხარჯავენ ქუვეითელები – 3 143 დოლარს და ავსტრალიელებიც – 2 745 დოლარს. რაც შეეხებათ რუსებს, ისინი ყოველი ახალი ქვეყნის მონახულებისას 1 676 დოლარს მაინც ხარჯავენ, რაც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების მიერ დახარჯულ ფულზე ბევრად მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები