LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები პარალიმპიადიდან მოხსნეს

20

რუსეთი რიოს პარალიმპიადაზე არ გამოვა.
CAS-მა უარი თქვა რუსეთის პარალიმპიადაზე კომიტეტის სარჩელზე.

CAS-ის კომისიამ აღნიშნა, რომ რუსებს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც იმ ფაქტებს უარყოფდა, რის საფუძველზეც მიიღეს რუსი სპორტსმენების მოხსნის გადაწყვეტილება.

ანტისადოპინგო ასოციაციის დამოუკიდებელმა კომისიამ რიჩარდ მაკლარენის თავკაცობით 18 ივლისს ტორონტოში განაცხადა, რომ რუსეთი დოპინგის გამოყენების სახელმწიფო პროგრამით მოქმედებდა. ანგარიშში ნახსენები იყო პარალიმპიურ სპორტში 35 გაუჩინარებულ დადებით სინჯზე.

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის თავკაცმა ფილიპ კრეივენმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ კომიტეტმა ერთხმად მიიღო 2016 წლის პარალიმპიური თამაშებიდან რუსი სპორტსმენების ჩამოშორების გადაწყვეტილება.

და კიდევ: რუსებს გვერდში ბელარუსები დაუდგნენ. პარალიმპიადა 2016-ის გახსნის ცერემონიაზე რუსეთის დროშას სწორედ ბელარუსი სპორტსმენები წაიღებენ. თუმცა ბოლო ინფორმაციით, საერთაშორისო კომიტეტმა ბელარუსებს ამის გაკეთება აუკრძალა და დისციპლინარული სასჯელითაც დაემუქრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები