LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებო დააბრუნეთ მედლები: ლონდონში აქცია დაიწყო

37

ლონდონში საბუქმეკერო კანტორამ რუსეთის საელჩოსთან მედლების დასაბრუნებლად ყუთი დადგა.
Paddy Power მოუწოდებს რუს სპორტსმენებს დააბრუნონ მედლები, რომლებიც არასპორტული და არაპატიოსანი გზით მოიპოვეს.

”ჩვენ დავდგით საამნისტიციო მედლების ყუთი რუსეთის საელჩოსთან იმ სპორტსმენებისთვის, ვინც ჯილდოები უკანონოდ მიიღეს”, – ნათქვამია Paddy Power-ის ტვიტერში.

გაგახსენებთ, ორშაბათს მსოფლიოს ანტისადოპინგო ასოციაციის დამოუკიდებელმა კომისიამ რუსულ სპორტში დოპინგის გამოყენების ანგარიში წარადგინა.
მისის შედეგებით, სააგენტო მოუწოდებს არ დაუშვან რუსი სპორტსმენები საერთშორისო შეჯიბრებებზე, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები