LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სასტუმროებმა გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს

48

რუსეთის სასტუმროებმა გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს. სააგენტო „66.Ru“-ს ინფორმაციით, ურუგვაელმა ფანებმა ეკატერინბურგში სასტუმრო საფეხბურთო მოვლენამდე ბევრად ადრე დაჯავშნეს და ადგილზე ჩასულებს გამაოგნებელი სურათი დახვდათ. როგორც ხერმენი და მაურისიო აცხადებენ, მათ ნომერში 20 ათასი რუბლი გადაიხადეს, თუმცა „ურალის“ ნომრები ფოტოებზე ასახულისგან ბევრად განსხვავდებოდა. რეალობა იმდენად ცუდი აღმოჩნდა, რომ გულშემატკივრები ძალიან გაბრაზდნენ და სასტუმროში გაჩერებაზე უარი განაცხადეს. ორ მეგობარს მიბაძეს ასევე სხვა ურუგვაელებმაც და დასარჩენად ახალი ადგილის ძებნა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ურალის“ ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები