LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს პანღური ამოარტყეს: უეფამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო – ნახე, საიდან მოაშორეს რუსები

50
4193041-2021-11-11T165321Z_1055745081_UP1EHBB1AWV74_RTRMADP_3_SOCCER-WORLDCUP-RUS-CYP-REPORT

რუსული ფეხბურთი იზოლაციაში ცხოვრებას განაგრძობს. უეფას აღმასრულებულმა კომიტეტმა რიგი კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოიტანა უახლოესი მომავლის თაობაზე.

მამაკაცების, ქალებისა და ახალგაზრდულ შეჯიბრებებს ფეხბურთში, ფუტსალსა და პლაჟის ფეხბურთში ყველგან ვეტო დაადეს.

აი უეფას ვერდიქტი:

რუსეთი არ იქნება 2022/23 წლების ევროთასებზე. რუსული კლუბები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ტურნირებზე, ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგასა და უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე (ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონ „ზენიტის“ ნაცვლად ჯგუფში შოტლანდიის ჩემპიონი წავა).

რუსეთს კოეფიციენტების ცხრილშიც უკან მოისვრიან. უეფა მომდევნო სეზონში უმცირეს საკოეფიციენტო ქულებს მიანიჭებს, რომლებიც კლუბებმა ბოლო 5 წელიწადში მიიღეს. ეს არის 4.333 ბალი კაცებისთვის და 1.750 ქალებისთვის.

რუსეთი 2022/23 წლის ერთა ლიგის მიღმა რჩება. უნდა ეთამაშათ უკვე ამ ზაფხულს B ლიგაში, მაგრამ რუსეთი ახლა უკვე ავტომატურად დაიკავებს ბოლო ადგილს (ისლანდია, ისრაელი, ალბანეთი) და C დივიზიონში გავარდება.

ქალთა ნაკრები მოკვეთეს ევრო 2022-დან. ფინალური ტურნირი ივლისში გაიმართება ინგლისში. იქ რუსების ნაცვლად პორტუგალია წავა, რომელმაც რუსეთთან პლეი-ოფი წააგო.

ახალგაზრდული ნაკრები აღარ ჩაამთავრებს (2 მატჩი) ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპს. არადა, რუსეთი მე-2 ადგილზე იყო და ბრძოლას განაგრძობდა.

ასევე დარჩენილ ორ მატჩს აღარ ითამაშებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ქალთა ნაკრები.
ორივე შემთხვევაში მანამდე ჩატარებული ყველა თამაშის შედეგი გაუქმებულია.

ბუნებრივია, უეფამ მოხსნა რუსეთის განაცხადი ევროპის 2028/32 წლების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

ქალთა ნაკრები ფუტსალში ევრო 2022-დან მოხსნეს. არადა, ივლისში უწევდათ ფინალურ ეტაპზე თამაში. რუსეთს უნგრეთი შეცვლის.

ქალები გააბუნძულეს ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ტურნირიდანაც, ხოლო კაცები 2024 წლის მსოფლიო პირველობის შესარჩევიდან. რუსული ფუტსალის გუნდები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგაზეც.

სანქციები პატარებსაც შეეხოთ. 17 წლამდელები (ევრო 2023-ის შესარჩევი) და 19 წლამდელები (ევრო 2022) მომდევნო სეზონიდან ჩასხნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები