ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებს, – ამტკიცებს ბრიტანული ტაბლოიდი The Sun.
ნაკრები შეშფოთებულია იმით, რომ სპეცსამსახურებმა სასტუმროს ნომრებში, შესაძლოა, მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟონ და ამ გზით შეიტყონ ინფორმაცია გუნდის ტაქტიკის შესახებ.
როგორც ირკვევა, ინგლისის ნაკრები გეგმავს მსოფლიო ჩემპიონატზე სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად ჩასვლას, რომლებიც შეამოწმებენ საწვრთნელ კომპლექსებსა და სასტუმროებს ამგვარი მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით.
გარდა ამისა, ინგლისელები დაიქირავებენ კერძო მცველებს, რათა თავიდან აირიდონ შეტაკებები რუს ხულიგნებთან, – წერს ტაბლოიდი.