LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები მაგრად იყიდება

35

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებზე დიდი მოთხოვნაა.
ცოტა ხნის წინ შეკვეთის რაოდენობა მილიონ 500 ათასი იყო. ფიფას საშეჯიბრო განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის კოლინ სმიტის განცხადებით მსგავსი მოთხოვნის მოლოდინი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში არ ჰქონიათ.

ამ ორი მილიონი შეკვეთიდან დაახლოებით მესამედი საერთაშორისო შეკვეთაა. შეკვეთების პირველი ეტაპი დღეს შეწყდება. წინასწარი პროგნოზით, შეკვეთების რაოდენობა ბილეთების რაოდენობას აუცილებლად გადააჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მფლობელები ბრმა კენჭისყრით გამოვლინდებიან
მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მუნდიალის მატჩებს 11 ქალაქი მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები