LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში სპორტი არ იქნება: ითამაშეთ სხვაგან – ფორმულა 1-მა სოჭის გრან-პრი გააუქმა

60
Screenshot 2022-02-26 130714

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რიგგარეშე სხდომაზე ევროპაში უსაფრთხოების საკითხზე ითათბირა.

გარდა იმისა, რომ სანკტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩამოართვეს, უეფას ტურნირებზე მოთამაშე რუსული კლუბები და ნაკრები ვალდებული იქნებიან საშინაო მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე ითამაშონ. ეს შეზღუდვა ბუნებრივია უკრაინელებსაც ეხებათ, მაგრამ აქ ვითარებაა განსხვავევბული. უკრაინაში ამჟამად ბუნებრივია სპორტული ღონისძიებები ვერ გაიმართება, რუსებს კი უბრალოდ სანქციებს უწესებენ.

მოსკოვის „სპარტაკს“ ევროპა ლიგის მატჩის გამართვა „ლაიპციგთან“ მოუწევს ნეიტრალურ მოედანზე, ხოლო რუსეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე სამი თამაში აქვს ისლანდიასთაან, ალბანეთთან და ისრაელთან და დიდი ალბათობით ეს მატჩები რუსეთში არ ჩატარდება.

ამაზე მნიშვნელოვანი თამაში რუსებს მარტში აქვთ, მსოფლიო ჩემპიონატის გადათამაშება უწევთ პოლონეთთან, ხოლო პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა (პოტენციურმა მეტოქეებმა გადათამაშების ფინალში) რუსეთში ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

რუსებს ერჩიან სპორტის სხვა სახეობებშიც, მათ შორის კალათბურთში. მოსკოვის ცსკა ევროლიგაზე ვერ თამაშობს, გადაიდო „ბაიერნთან“ და „ბარსელონასთან“ შეხვედრები, როდის დართავენ რუსებს მოსკოვში თამაშის ნებას, არავინ იცის.

რუსებს გააუქმეს „ფორმულა 1“-ის გრან-პრი. 23-25 სექტემბერს ეტაპი სოჭში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პუტინის „კაი კაცობის გამო“ ჩამოერთვათ.

„ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი პოზიტიური მიზნით ტარდება და ერებისა და ხალხების გაერთიანებას ემსახურება. მწუხარებითა და შოკით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და სიტუაციის სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარების იმედი გვაქვს.

„ფორმულა 1“-ის, საერთაშორისო ფედერაციის (FIA) და გუნდების წარმომადგენლებმა პოზიცია განიხილეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შექმნილ პირობებში რუსეთში გრან-პრის ჩატარება შეუძლებელია“, – ნათქვამია „ფორმულა 1“-ის ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები