LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრში კამერული ორკესტრის – ,,Georgian Strings“ კონცერტი გაიმართება

65

Ardaidardo.Ge20 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ კამერული ორკესტრის – ,,Georgian Strings“-ის პრეზენტაცია-კონცერტს.

 

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ბაზაზე ,,Georgian Strings“ სახით კიდევ ერთი ახალი შექმოქმედებითი კოლექტივი დაარსდა, რომელიც 20 დეკემბერს საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს. შესრულდება სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის და გია ყანჩელის ნაწარმოებები. საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებელთა წინაშე ნიკოლოზ რაჭველი და ალტისტი გიორგი ცაგარელი წარსდგებიან.

,,Georgian Strings“-ის პირველი კონცერტი 2015 წლის 28 სექტემბერს გაიმართა ბრუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლის „ბოზარის“ საკონცერტო დარბაზის სცენაზე, სადაც დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე აღინიშნა.  დასაწყისი: 17 :00.

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები