რუსი ვარკსვლავები ერთი-მეორეს მიყოლებით აცხადებენ უარს თურქეთში გამგზავრებაზე. როგორც ისინი ამბობენ, მათ არ მოსწონთ ქვეყნის მმართველების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და აპროტესტებენ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას. ამის შესახებ აქტიურად წერენ რუსული ტაბლოიდები.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი ვინც თურქეთს ბოიკოტი გამოუცხადა ნიკოლაი ბასკოვი გახლდათ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტპაზე, თურქეთში ჩაფრენის არანაირი სურვილი არ აქვს, არც დასასვენებლად და არც სამუშაოდ.
”დიახ, სამი წლის წინ მე მივიღე საჩუქრად ვილა “მორდან პალასი”-ს ტერიტორიაზე თუმცა, დღეს სასტუმრო გაყიდულია და ვილა მე აღარ მეკუთვნის” – განაცხადა მომღერალმა.
ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვამ სოლიდარობა გამოუცხადა მის მეგობარ ბასკოვს და განაცხადა, რომ არც ის აპირებს თურქეთში გამგზავრებას უახლოეს მომავალში.
”მე ძალიან მიყვარდა თურქეთში მოგზაურობა, ეს იყო საშუალება დამესვენა ნორმალურად ფრენის მინიმალურ დროში. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ წინააღმდეგი ვარ ჩავიდე თურქეთის ტერიტორიაზე, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს დასვენებისთვის, სამუშაოდ თუ უბრალოდ დასათვარიელებლად.” – განაცხადა ვოლოჩკოვამ.
ნიკოლაი ბასკოვისა და ანასტასია ვოლოჩკოვას განცხადებებს, რუსული შოუბიზნესის სხვა ვარკსვლავებიც ეხმაურებიან.