რა შეიძლება იყოს უკეთესი საახალწლო საჩუქარი – ვიდრე თვითმფრინავის ბილეთი ნებისმიერი მიმართულებით. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საინტერესო აქცია დაიწყო. კომპანიის ვებ-გვერდზე იყიდება სასაჩუქრე ვაუჩერები, რომელთა ფასიც მხოლოდ 25 ევროა და ვაუჩერის მფლობელს სასურველი მიმართულების არჩევა მოგვიანებით თავადვე შეუძლია. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ Ryanair ყოველდღიურად 33 ქვეყნის მიმართულებით 1800 ფრენას ასრულებს, საოცნებო მიმართულება ნებისმირი ადამიანისთვის მოიძებნება. აღსანიშნავია, რომ შეთავაზება ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვაუჩერი უკვე ათასობით ადამიანმა შეიძინა.