LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საათების ახალი კოლექცია ნამდვილი მამაკაცებისთვის

101

Casio-მ საათების ახალი კოლექცია ნამდვილ მამაკაცებს მიუძღვნა. ცნობილმა იაპონურმა ბრენდმა სეზონის უახლესი მოდელი GA-700 წარმოადგინა. უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ საათს საკმაოდ მკაცრი დიზაინი აქვს, რაც დიზაინერებმა სპეციალურად მამაკაცური იმიჯის მისაღებად შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ Casio ბაზარზე 1983 წლიდან გამოჩნდა და როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონებისთვის განკუთვნილ კოლექციებს ქმნის. ცოტა ხნის წინ კი სიახლის სახით Hello Kitty-თან ითანამშრომლა და პატარებისთვის განკუთვნილი საათები გამოუშვა.

რაც შეეხება „ნამდვილი მამაკაცის“ აქსესუარს, ის ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოვა და მისი ზუსტი ფასი ჯერჯერობით არ სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები