LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ

42

ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს, მეტი უსაფრთხოებისათვის ზამთრის საბურავები გამოიყენონ. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები