საბერძნეთში საკარნავალო სეზონი დაიწყო. ულამაზესი ფესტივალი უკვე 180 წელია, რაც იმართება და ასი ათასობით ვიზიტორს იზიდავს. ტურიზმის ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, კარნავალი იანვრის ბოლოს დაიწყება და აღდგომამდე დასრულდება. კულმინაციური სანახაობა, როგორც წესი, წითელ პარასკევს გაიმართება, წელს კი ეს თარიღი 25-26 თებერვალს უწევს. 21 იანვარს ღონისძიების საზეიმო გახსნაა დაგეგმილი. ამას მოყვება „ხორცის ოთხშაბათი“, როცა ბერძნები მარხვისთვის ემზადებიან, ანუ ძალიან ბევრ ხორცს მიირთმევენ. გარდა ამისა, საკარნავალო პროგრამა უამრავ თეატრალურ სანახაობას, სინათლის შოუს და ტრადიციულ სამეფო მიღებას მოიცავს.