გუნდმა Гараж 54, რომელიც ამავე სახელობის ბლოგს YouTube-ზე მართავს, საცობებისთვის იდეალური ავტომობილი შექმნა. საფუძვლად სედანი Ford Scorpio გამოიყენეს, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ავტომობილად აქციეს“.
იმისათვის, რომ ავტომობილის სიგანე შეემცირებინათ, Ford-ის ძარა გაჭრეს, ყველაფერი ზედმეტი ამოიღეს და ისევ შეადუღეს. ამ ავტომობილს გადაადგილება მხოლოდ ბუქსირით შეუძლია.