LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად იყიდება საწვავი ყველაზე იაფად

511

საინფორმაციო სააგენტოს „რია რეტინგის“ ანალიტიკოსებმა საწვავის ევროპული ბაზარი შეისწავლეს და გაარკვიეს, სად არის ბენზინი ყველაზე იაფი და სად ყველაზე ძვირი. აღმოჩნდა, რომ 95 ოქტანობის საწვავი ყველაზე იაფად ყაზახეთში იყიდება, ყველაზე ძვირი კი ნიდერლანდებში ღირს.

ყველაზე იაფიანი ქვეყნების ჩამონათვალში მეორე პოზიცია ბელორუსს ერგო, სამეულს კი რუსეთი ასრულებს. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ბენზინის ძვირია, ნიდერლანდებს იტალია მოსდევს. ექსპერტებმა ასევე საბერძნეთი და პორტუგალია გამოარჩიეს.

თუკი დიზელის საწვავზე ვისაუბრებთ, ის ყველაზე იაფი ბელორუსსა და ყაზახეთშია. ყველაზე ძვირის გადახდა კი დანიაში უწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები