ექსპერტებმა საუკეთესო საოჯახო სასტუმროების რეიტინგი გამოაქვეყნეს. პორტალ „Hotels.com”-ის ინფორმაციით, სიაში პირველი პოზიცია დანიისა და აშშ-ს სასტუმროებმა გაინაწილეს. დანიურმა Bandholm hotel-მა და ამერიკელმა Stein Eriksen Lodge-მა 5 ქულიანი სისტემიდან 4,7 ქულა დააგროვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად ორივე დაწესებულება საუკეთესოა. მათ სიახლოვეს გასართობი პარკები, მუზეუმები და სხვადასხვა გასართობი ობიექტებია განლაგებული. თავად სასტუმროს ტერიტორია კი სპა-ცენტრს, საბავშვო ზონას, აუზებსა და სათამაშო ოთახს მოიცავს.
რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას მალაიზიის სასტუმრო -The Andaman იკავებს.
დაბოლოს, ლიდერთა სამეულს დუბაი და Ja Jebel Ali Beach Hotel ასრულებს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი რომელშიც სულ 100 სასტუმრო მოხვდა, 25 მილიონამდე გამოხმაურების შეჯამების შემდეგ შედგა.